1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახლებული გადაწყვეტილებების ქვეშ იგულისხმება:

1)  გადაწყვეტილებები სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე;

2)  სასამართლო წესით დამტკიცებული მხარეთა მორიგება:

3)განაჩენები იმ ნაწილში, რომელიც ეხება დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას;

4)საალიმენტო ვალდებულებებისა და მამობის დადგენის შესახებ დოკუმენტები;

5) სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტები;

6) გადაწყვეტილებები სასამართლო ხარჯების გადახდევინების შესახე