1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა, ნოტარიატის და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოთა გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათით არ ითხოვს აღსრულებას, იცნობიან, ხოლო ქონებრივი ხასიათი დავებზე იცნობიან და აღსრულდებიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2. ტერმინი „სასამართლო გადაწყვეტილებები“ ამ ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით ნიშნავს:

საქართველოში − გადაწყვეტილებები სამოქალაქო (მათ შორის სამეურნეო) საქმეებზე, მხარეთა მორიგებები სასამართლოში, განაჩენები დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, დოკუმენტები მამობის დადგენის და საალიმენტო ვალდებულებათა შესახებ, დოკუმენტები, რომლებსაც გააჩნიათ სააღსრულებო წარწერა, გადაწყვეტილებები სასამართლო ხარჯების გადახდის შესახებ.

ყაზახეთის რესპუბლიკაში − სასამართლოს (მოსამართლის გადაწყვეტილება, განჩინება, დადგენილება, მხარეთა მორიგებები სამოქალაქო და სამეურნეო საქმეებზე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ზიანის ანაზღაურების ნაწილში