1. სამოქალაქო საქმეებზე წარმოშობილი დავები, გარდა სამემკვიდრეო დავებისა, განიხილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, მას გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, ხოლო სარჩელები იურიდიულ პირთა მიმართ წარედგინება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება იურიდიული პირის მართვის ორგანო, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი.

2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუკი არსებობს მხარეთა წერილობითი თანხმობა ამ სასამართლოსთვის დავის გადაცემის თაობაზე, გარდა განსაკუთრებული კომპეტენციის შემთხვევების