1. სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, ხელშეკრულების ამ მონაწილე მხარის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ მის წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. სასამართლომ, რომელსაც წარედგინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, შეუძლია აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დამატებითი მასალების წარმოდგენ