1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თხოვნით, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აღძრავს სისხლისსამართლებრივ დევნას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი თავისი მოქალაქეების მიმართ.

2. დაზარალებულის მიერ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად მის კომპეტენტურ დაწესებულებაში, სათანადო ვადებში შეტანილი განცხადება სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ ძალაშია, აგრეთვე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზ