პირის (პირების) მიერ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ტერიტორიებზე რამოდენიმე დანაშაულის ჩადენის დროს წინასწარ გამოძიებას დაასრულებს გამოძიების ის ორგანო, სადაც ჩადენილია უფრო მძიმე ან უფრო მეტი დანაშაული.

პირის (პირების) მიერ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც ის არის, თუნდაც ერთი დანაშაულის ჩადენის დროს, თუ იგი დაკავებულია მის ტერიტორიაზე, საქმეს დაასრულებს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტური დაწესებულება.

სხვა შემთხვევებში საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების გენერალური პროკურორების მიე