სამართლებრივი დახმარება, რომელსაც ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, აღმოუჩენენ ერთმანეთს ხელშეკრულების მონაწილე მხარეები მოიცავს:
− პირთა დაძებნა და იდენტიფიკაცია;
− სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრას;
− ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მოწმეთა, დაზარალებულთა, ექსპერტთა დაკითხვას;
− დათვალიერებას, ჩხრეკას და მტკიცებულებათა შეგროვებასთან დაკავშირებულ სხვა პროცესუალურ მოქმედებებს;
− დანაშაულებრივი გზით შეძენილ ნივთიერ მტკიცებულებათა, დოკუმენტების და ფასეულობათა გადაცემა;
− სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესუალური დოკუმენტების ჩაბარებას, აგრეთვე სასამართლო პროცესის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება