1.ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებისაგან იმავე პირობებით და იგივე მოცულობით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეები.
2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები სასამართლო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებისათვის თხოვნით მიმართვისას, წარმოადგენენ საცხოვრებელ დოკუმენტებს მათი პირადი, ქონებრივი თუ ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ განმცხადებელს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან დამოწმებული მისი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ.
3. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია დოკუმენტის გამცემ ორგანოს მოსთხოვოს დამატებითი განმარტებან