1. სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა განმცხადებლის მიერ წარედგინება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და გადაეგზავნება ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლში გათვალისწინებული წესით. განმცხადებელს შეუძლია აგრეთვე უშუალოდ მიმართოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს.
2. შუამდგომლობას სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისადა აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სასამართლოს მიერ დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; თუ ასლში არ არის ზუსტი მინიშნება იმაზე, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და შეიძება აღსრულდეს, მაშინ მას უნდა დაერთოს ერთი ეგზემპლიარი სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტისა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
ბ) სასამართლოს დოკუმენტი, ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღსრულებული ნაწილის შესახებ;
გ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მხარეს, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას პროცესში, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ, ხოლო მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში − რომ მას ჰყავდა შესაბამისი წარმომადგენელი.
დ) ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის და თანდართული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანებ