1. ამ ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული არაქონებრივი ხასიათის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ცნობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე ხდება დამატებითი განხილვის გარეშე.
2. ამ ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული ქონებრივი ხასიათის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა აღსრულდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, გამოაქვთ ნებართვა აღსრულებაზე. ამის შესახებ უნდა ეცნობოს შემკითხველ დაწესებულებას.
3. აღსრულებაზე ნებართვის გაცემისას, სასამართლო შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ხელშეკრულების 43–ე მუხლით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
4. აღსრულებაზე ნებართვის გაცემის და აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
5. შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულებაზე ნებართვის გაცემისა და გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წარედგინება იუსტიციის დაწესებულებას გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. ეს დაწესებულება შუამდგომლობას გადაუგზავნის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კომპეტენტურ სასამართლოს.
6. თუ პირს, რომელიც შუამდგომლობს აღსრულებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ მას შეუძლია შუამდგომლობა უშუალოდ წარადგინოს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტურ სასამართლოში.
7. შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს:
1) სასამართლო გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, იმის მითითებით, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას, თუკი ასეთი თავისთავად არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების ტექსტიდან.
2) დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეს, რომლის მიმართაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება დროულად და სათანადო ფორმით ჩაბარდა შეტყობინება პროცესის აღძვრის შესახებ, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში მას უნდა ჰქონოდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა.
3) ამ მუხლის მე–7 პუნქტის 1–ლ და მე–2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები.
8. შუამდგომლობას სასამართლო ხარჯების გადახდევინების შესახებ, გადაწყვეტილების გამოტანისას თან უნდა ერთვოდეს გადასახდევინებელი ხარჯების თანხის შესახებ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლ