1. თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოები კომპეტენტურნი არიან განიხილონ სამოქალაქო და საოჯახო საქმეები, თუ მოპასუხეს მათ ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი. იურიდიულ პირთა ან მათთან გათანაბრებულ წარმონაქმნთა მიმართ წარდგენილ სარჩელებზე ისინი კომპეტენტურნი არიან იმ შემთხვევაში. თუ მათ ტერიტორიაზე იმყოფება ამ პირთა მმართველობის ორგანო, წარმომადგენლობა ან ფილიალი.

2.ურავ ქონებაზე საკუთრების უფლების და სხვა სანივთო უფლებების შესახებ სარჩელებზე განსაკუთრებული კომპეტენციის მქონენი არიან აღნიშნული ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით არსებული სასამართლოები.

3. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოებს იმ შემთხვევებიც შეუძლიათ საქმეების განხილვა, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება ამ სასამართლოებისათვის დავის გადაცემის შესახებ.

ასეთი შეთანხმების არსებობისას სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას მოპასუხის განცხადებით, თუ ასეთი განცხადება სარჩელის გამო საწინააღმდეგო მოსაზრების წარდგენამდეა გაკეთებული.

სასამართლოების განსაკუთრებული კომპეტენცია არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

4. თუ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კომპეტენტურ სასამართლოებში აღძრულია წარმოება საქმეზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, მაშინ სასამართლო, რომელმაც მოგვიანებით აღძრა საქმეზე წარმოება, წყვეტს საქმის წარმოებას.

თუ გამოვლინდება იმ სასამართლოს არაკომპეტენტურობა, რომელმაც პირველმა აღძრა წარმოება, საქმეზე მაშინ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს შეუძლია განაახლოს აღნიშნული საქმის წარმოება.

მესამე თავი

გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულე