დაწესებულების უფლებამოისლებანი
სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებისას
1. ყველა სამემკვიდრეო საქმეზე, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიაზე წარმოიშვება, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დიპლომატიური წარმომადგენელობის ან საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებს უფლება აქვთ გამოვიდნენ იუსტიციის დაწესებულებებისა და სხვა დაწესებულებებში საკუთარი მოქალაქეების წარმომადგენლებად, თუ ისინი სხვაგან იმყოფებიან და საქმის წარმოება ნდობით აღჭურვილი სხვა პირისათვის არ დაუვალებიათ. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მინდობილობა საჭირო არ არის.
2. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქე გარდაიცვლება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე გავლისას, სადაც მას არ ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, ნივთები, რომლებიც მას თან ჰქონდა, გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც იგი იყ