1. თუ მოძრავი სამემკვიდრეო ქონება ან თანხა, რომელიც ამოგებულია მოძრავი ან უძრავი სამემკვიდრეო ქონების გაყიდვის შედეგად სამემკვიდრეო წარმოების დამთავრების შემდეგ, ექვემდებარება იმ მემკვიდრეებზე გადაცემას, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე იმყოფება და, თუ მათ მიერ ან მათი წარმომადგენლის მეშვეობით აღნიშნული თანხის უშუალოდ გაცემა შეუძლებელია, ისინი გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული წესი გამოიყენება, თუ:

1) გადახდილი ან უზრუნველყოფილია გარდაცვლილის კრედიტორთა ყველა მოთხოვნა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სამემკვიდრეო ქონება;

2) გადახდილი ან უზრუნველყოფილია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი;

3) კომპეტენტურმა დაწესებულებებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცეს თანხმობა სამემკვიდრეო ქონების გადასატანად ან ფულადი თანხის გადასაგზავნად.

6.  სასამართლოების კომპეტენც