საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო:
(ა) ნებას რთავს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანას, გარდა იმ ქონებისა, რომელიც შეძენილია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის;
(ბ) არ ახდევინებს არანაირ სახელმწიფო, რაიონულ თუ მუნიციპალურ სამემკვიდრეო გადასახადს ან იმ მოძრავი ქონების სამემკვიდრეო ბაჟს, რომელიც არსებობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი პირი ამ სახელმწიფოში იმყოფებოდა, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრ