(1) ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოიტანონ და ათავისუფლებს ყველა სახის საბაჟო გადასახადებისა და მასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და მსგავსი მომსახურების გაწევისათვის დადგენილი მოსაკრებლებისა:
(ა) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს;
(ბ) საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს, მისი მოწყობისათვის საჭირო საგნების ჩათვლით. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.
(2) საკონსულოს მოსამსახურეები სარგებლობდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით და შეღავათებით იმ საგნების მიმართ, რომლებიც შემოტანილია საკონსულო თანამდებობაზე მის პირველად დანიშვნასთან დაკავშირებით.
(3) საკონსულოს თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან. მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ბარგი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტში აღნიშნულისაგან განსხვავებულ საგნებს ან საგნებს, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან თუ ეს საგნები ექვემდებარება საკარანტინო წესებს. ამ შემთხვევაში, შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრები