(1) საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურეები, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი თუ ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული ან მუნიციპალური გადასახადის, ბაჟისა და მოსაკრებლისაგან, გარდა:
(ა) არაპირდაპირი გადასახადისა, რომელიც ჩვეულებრივ შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში;
(ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებაზე მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, 45-ე მუხლში გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით;
(გ) გადასახადების და მოსაკრებლებისა, კერძო უძრავ ქონებაზე ან გარდაცვალების შედეგად მემკვიდრეობაში საკუთრების გადასვლისათვის, რომელიც დაწესებულია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ამ კონვენციის 57-ე მუხლის დებულებებში აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინებით;
(დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიღებულ კერძო შემოსავალზე გადასახადებისა და ნებისმიერი სხვა სახის მოსაკრებლებისა;
(ე) კერძო მომსახურების ასანაზღაურებელი გადასახადებისა;
(ვ) ამ კონვენციის 45-ე მუხლის დებულებათა დაურღვევლად, სარეგისტრაციო, სასამართლო, იპოთეკური და საგერბო მოსაკრებელისა.
2. მომსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან თავიანთი საქმიანობისათვის მიღებული ხელფასიდან გადასახადისაგან.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა, რომლებიც ქირაობენ პერსონალს, რომელთა ანაზღაურება ან ხელფასები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, უნდა შეასრულონ ვალდებულებანი, რომელთაც მათ აკისრებს საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოს კანონები და წესებ