(1) საკონსულო თანამდებობის პირი, საკონსულოს მოსამსახურე ან მომსახურე პერსონალის მუშაკი არ ექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ იურისდიქციას იმ მოქმედებებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მის ოფიციალურ ფუნქციებთან.
ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებანი არ ვრცელდება იმ სამოქალაქო სარჩელებზე,რომლებიც:
(ა) გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელსაც დებს საკონსულო თანამდებობის პირი, საკონსულოს მოსამსახურე ან საკონსულო დაწესებულების მუშაკი, სადაც იგი პირდაპირ ან ირიბად არ გამოდის წარმდგენი სახელმწიფოს სახელით;
(ბ) აღძრა მესამე მხარემ წარმდგენ სახელმწიფოში საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით, გემის ან თვითმფრინავის უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალისათვის.
(3) დაკისრებული ფუნქციების გარდა სხვა მოქმედებების შესრულების დროს საკონსულო თანამდებობის პირი თავისუფლდება:
ა) დაკავების ან წინასწარი პატიმრობისაგან, გარდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევისა, რომელიც ისჯება, სულ ცოტა, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით და მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით;
ბ) თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი სხვა ღონისძიებისაგან, გარდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისა.
(4) როდესაც საკონსულო თანამდებობის პირის წინაამდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი უნდა წარსდგეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა წინაშე. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა დაიწყოს უმოკლეს ვადებში; ის უნდა ჩატარდეს საკონსულო მუშაკისათვის შესაფერისი პატივით, გამომდინარე მისი ოფიციალური თანამდებობიდან, და, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იმოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები, ისე, რომ მას მაქსიმალურად ხელი არ შეეშალოს საკონსულო მოვალეობების შესრულებაში.
(5) ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხდება საკონსულო მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის, საკონსულოს მოსამსახურის ან მომსახურე პერსონალის მუშაკის დაპატიმრება, დაკავება ან რაიმე ფორმით თავისუფლების აღკვეთა, ან თუ მის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა პირებმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საკონსულო დაწესებულების მეთაურს.
(6) ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება საკონსულო დაწესებულების მეთაურისათვი