(1) საკონსულოს კარ-მიდამო, ასევე საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ საკონსულო კარ-მიდამოში შესვლა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის, წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის მეთაურის ან ერთ-ერთი მათგანის მიერ დანიშნული პირის ნებართვის გარეშე.
(2) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვას საკონსულო კარ-მიდამო ყოველგვარი შეჭრისა და ზიანის მიყენებისაგან, აგრეთვე თავიდან აიცილოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვ