(1) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას და ნება დართოს ყოველგვარი ოფიციალური მიზნით საკონსულო დაწესებულების ურთიერთობის თავისუფლება წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ისინი. საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით, თუმცა საკონსულო დაწესებულებას რადიოგადამცემის დადგმა და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
(2) საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენეციაში იგულისხმება მთელი ის კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებებსა და მის ფუნქციებს.
(3) საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება გახსნას და დაკავებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ სერიოზული საფუძველი ივარაუდონ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული კორესპონდენციის, დოკუმენტების ან საგნების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებული პირის მიერ, მათი თანდასწრებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფალნი უარს განაცხადებენ ამ მოთხოვნების შესრულებაზე. ვალიზას აბრუნებენ იმ ადგილზე, საიდანაც ის გაიგზავნა.
(4) საკონსულო ვალიზის შემადგენელ ყველა შეკვრას უნდა ჰქონდეს მისი ხასიათის აღმნიშვნელი გარეგნული ნიშანი და შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტებს ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ საგნებს.
(5) საკონსულო კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის რაოდენობა. იმ შემთხვევის გარდა, როედსაც არსებობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე და არც მასში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო კურიერს იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება არანაირი ფორმით დაპატიმრებას ან დაკავებას.
(6) საკონსულო ვალიზა შეიძლება მიანდოს გემის ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურს, რომლებიც მიემართებიან იმ ნავსადგურსა ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრის ოდენობა, მაგრამ იგი არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ და დაუბრკოლებლად გემის ან საჰაერო ხომადის მეთაურისაგან მიიღოს ან გადასცეს მას ასეთი ვალიზ