(1) წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესებსი შესაბამისად:
(ა) შეიძინოს შენობები ან შენობების ნაწილები საკონსულო დაწესებულების კარ-მიდამოს უზრუნველყოფის, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციის მოწყობის, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების მუშაკებისათვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით;
(ბ) ამავე მიზნებისათვის ააშენოს ან შეარჩიოს შენობები.
(2) მოცემული მუხლის (1) პუნქტის დებულებანი არ ათავისუფლებენ წარმდგენ სახელმწიფოს აუცილებლობისაგან დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები მშენებლობის, ქალაქის დაგეგმარების, ძეგლებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ იმ ტერიტორიების ფარგლებში, სადაც მდებარეობს შენობები ან შენობების ნაწილებ