1. წარმდგენ სახელმწიფოს თავისი სახელით ან მისი რწმუნებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად და ამ სახელმწიფოს თანხმობით, უფლება აქვს:

a) შეიძინოს საკუთრებად ან იქირაოს საკონსულოს კარ-მიდამოსათვის შენობა ან შენობათა ნაწილები, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენცია, აგრეთვე საცხოვრებელი სათავსი საკონსულო თანამდებობის ნებისმიერი პირისა და საკონსულო დაწესებულების ნებისმიერი მოსამსახურისათვის, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან არა აქვს ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი;

b) ააშენოს ან ამ მიზნით შენობები მისთვის სასყიდლით სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია აგრეთვე გააუმჯობესოს საკონსულოს კარ-მიდამო, საცხოვრებელი სათავსები ან მიწა.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო შესაბამის დახმარებასა და მხარდაჭერას უწევს წარმდგენ სახელმწიფოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებების განხორციელებისას.

4. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, დაიცვას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წესები, რომლებიც აწესრიგებენ შენობათა განლაგებასა და კონსტრუქციას, აგრეთვე ქალაქის დაგეგმარებასა და დარაიონება