1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლად დანიშნოს საკონსულო პერსონალის მუშაკები, ამ კონვენციის მე-2, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.

2. წარმდგენი სახელმწიფო წინასწარ აცნობებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ყველა საკონსულო თანამდებობის პირის სრულ სახელსა და გვარს, კატეგორიასა და კლასს, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, იმისათვის, რომ ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეძლოს, თუ ამას მოისურვებს, განახორციელოს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავისი უფლებები.

3. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოში არსებული წესის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს პირადობის მოწმობას, რითაც ადასტურებს მათ, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრების სტატუს