1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისიმიერ დროს დიპლომატიური არხებით აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს, რომ ესა თუ ის საკონსულო თანამდებობის პირი არის „persona non grata“, ან საკონსულო პერსონალის ნებისმიერი მუშაკი ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში წარმდგენმა სახელმწიფომ შესაბამისად უნდა გაიწვიოს ეს პირი ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები საკონსულო დაწესებულებაში.

2. თუ წარმდგენი სახელმწიფო უარს განაცხადებს შეასრულოს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შესაბამისად გააუქმოს ამ პირის ეგზეკვატურა ან სხვა სახის ნებართვა, ან აღარ ჩათვალოს იგი საკონსულო პერსონალის მუშაკად.

3. საკონსულო დაწესებულების მუშაკად დანიშნული პირი შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლამდე ან, თუ ის უკვე იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მანამდე, სანამ შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას საკონსულო დაწესებულებაში. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში წარმდგენი სახელმწიფო აუქმებს მის დანიშვნას.

4. ამ მუხლის პირველი და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს თავისი გადაწყვეტილების მიზეზ