ამ კონვენციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;
2. „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას;
3. „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს, იმოქმედოს ამ სახით;
4. „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურს; რომელსაც ევლება საკონსულო ფუნქციები ამ სახით შეასრულოს;
5. „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც ევალება საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურება;
6. „მოსამსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას ასრულებს;
7. „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
8. „საკონსულო პერსონალის მუშაკები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს (საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა), აგრეთვე საკონსულოს მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
9. „კერძო შინამუშაკი“ ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკის კერძო სამსახურშია;
10. „ოჯახის წევრი“ ნიშნავს საკონსულო დაწესებულების მუშაკის მეუღლეს, მის შეიძლებსა და მშობლებს, ასევე მისი მეუღლის მშობლებს, რომლებიც ცხოვრობენ მათთან ერთად და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე;
11. „საკონსულოს კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთს, იმის მიუხედავად, ვისი საკუთრებაა იგი;
12. „საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო- და აუდიოჩანაწერს, დისკეტსა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებისა და კოდების, კარტოთეკებისა და მათი დაცვისა თუ შენახვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საავეჯო საგნების ჩათვლით;
13. „მოქალაქე“ ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ერთ-ერთ სახელმწიფოში;
14. „წარმდგენი სახელმწიფოს გემი“ ნიშნავს ნებისმიერ გემს, სამხედრო ხომალდების გარდა, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობის უფლება და რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში;
15. „წარმდგენი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდი“ ნიშნავს ნებისმიერ საფრენ აპარატს, სამხედრო საფრენი აპარატების გარდა, რომელიც რეგისტრირებულია წარმდგენ სახელმწიფოში და აქვს უფლება, ჰქონდეს ამ სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნებ