1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს თავისი სახელმწიფო დროშა და გერბი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად.

2. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს, აღმართოს სახელმწიფო დროშა და დაამაგროს თავისი სახელმწიფო გერბი საკონსულო დაწესებულების შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, საკონსულო დაწესებულების მეთაურის რეზიდენციასა და მის სატრანსპორტო საშუალებებზე, როდესაც ეს სამსახურებრივ შესრულებასთან არის დაკავშირებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა განხორციელებისას წარმდგენი სახელმწიფო იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, წესებსა და ჩვეულებებ