1. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება:

ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;

ბ) წერილების ბლანკებზე;

გ) ცნობების ბლანკებზე.

2. მუნიციპალიტეტის  გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილზე. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.

3. საქმისწარმოების  დოკუმენტებზე გამოყენებული  გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობა