1. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:

ა.ა) ადრესატის გვარსა და სახელს;

ა.ბ)  ფიზიკური  პირის  რეგისტრაციის  მიხედვით  ადრესატის  მისამართს  (საფოსტო  ინდექსი,  ქალაქი,  ქუჩა, სახლის №);

ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:

ბ.ა) დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში;

ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;

ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).

2.  დოკუმენტის   რამდენიმე   ადრესატისადმი   გაგზავნისას  მითითება  ,,ასლი“  არ  გამოიყენება.  რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილი უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.

3. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარე