1. რეკვიზიტი ,,ადრესატი” დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა) ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ) ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №)
ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა) დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში
ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;
ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება ,,ასლი” არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3. რეკვიზიტი ,,ადრესატი” განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარე