1.
რეკვიზიტი ,,ადრესატი” დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა)
თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა)
ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ)
ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
ბ)
თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა)
დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაშ;
ბ.ბ)
ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;
ბ.გ)
დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
2.
დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება ,,ასლი” არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3.
რეკვიზიტი ,,ადრესატი” განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს