1.
რეკვიზიტი ,,ბეჭედი” დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა)
სამართლებრივ აქტებზე;
ბ)
სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ)
საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ)
მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე)
ოქმებზე;
ვ)
ცნობებზე.
2.
გამგეობის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა)
მუნიციპალიტეტის გამგებლის ბეჭედი;
ბ)
მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ბეჭედი;
გ)
მუნიციპალიტეტის გამგებლის  მოადგილის ბეჭედი;
დ)
მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი;
ე)
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი;
3.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა)
მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
გერბის გარშემო წარწერა: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი”.
გ)
თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
4.
მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა)
მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
გერბის გარშემო წარწერა: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე”.
გ)
თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
5.
მუნიციპალიტეტის გამგებლის  მოადგილის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა)
მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
გერბის გარშემო წარწერა: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე”.
გ)
თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
6.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა)
მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
გერბის გარშემო შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება (წარწერა), მაგ: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური”.
გ)
თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
7.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა)
მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ)
გერბის გარშემო შესაბამისი ადმინისტარციულ ერთეულში გამგებლის წამომადგენლის დასახელება (წარწერა), მაგ: ,,ნატანების ადმისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი”.
გ)
ადმინისტრაციული ერთეულის რიგითი ნომერი.
8.
ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება  გამგეობის დებულებით და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოების  ინსტრუქციით.
9.
ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
10.
ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა