1. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) სამართლებრივ აქტებზე;

ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);

გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;

დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებზე;

ე) ოქმებზე;

ვ) ცნობებზე.

2. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედი.

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი;

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭედზე ამოიტვიფრება:

ა) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო“.

ბ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.

4. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:

ა) ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია“;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.

5. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება  საკრებულოს  რეგლამენტით,  მერიის  დებულებით  და მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.

6. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.

7. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერ