1. რეკვიზიტი ,,ბეჭედი” დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) სამართლებრივ აქტებზე;

ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);

გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;

დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;

ე) ოქმებზე;

ვ) ცნობებზე.

2. მერიის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:

ა) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი;

ბ) მუნიციპალიტეტის ვიცე მერის  ბეჭედი;

გ) მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილის ბეჭედი;

დ) მუნიციპალიტეტის მერის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი;

3. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:

ა) მუნიციპალიტეტის გერბი;

ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი”.

გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.

4. მუნიციპალიტეტის ვიცე მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:

ა) მუნიციპალიტეტის გერბი;

ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი”.

გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.

5. მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილის ბეჭედზე ამოიტვიფრება:

ა) მუნიციპალიტეტის გერბი;

ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე”.

გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.

6. მუნიციპალიტეტის მერის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედზე ამოიტვიფრება:

ა) მუნიციპალიტეტის გერბი;

ბ) გერბის გარშემო შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება (წარწერა), მაგ: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახური”.

გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.

გ) ადმინისტრაციული ერთეულის რიგითი ნომერი.

7. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება  მერიის დებულებით და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების  ინსტრუქციით.

8. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.

9. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერ