ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2014 წლის 24 სექტემბერი ქ. ოზურგეთი |
|
უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი
2. მერიის მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან ტაბელის მოთხოვნები. ტაბელით დადგენილი დოკუმენტირების სტანდარტების დარღვევისათვის მოხელეს დაეკისრება კანონით განსაზღვრული დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
1. სამართლებრივი აქტები:
ა) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მერის ბრძანება;
ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ვიცე-მერის და მოადგილის ბრძანება;
გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.
2. საქმისწარმოების დოკუმენტები:
ა) მერის სათათბირო ორგანოების − საბჭოების და სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმი;
ბ) მერისა და მერიის სხვა თანამდებობის პირების მიერ შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (დადგენილების პროექტის) განმარტებითი ბარათი;
დ) მერიის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია);
ე) მერიის თანამდებობის პირის დავალება (მითითება);
ვ) მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა;
ზ) მერიის მოხელის სამუშაო გეგმა;
თ) მერიის ანგარიში;
ი) მერიის სტრუქტურული ერთეულის ანგარიში;
კ) მერიის მოხელის ანგარიში;
ლ) მერიის სტრუქტურული ერთეულის, მერიის მოხელის განცხადება;
მ) მერიის მოხელის წერილი (მოხსენებითი ბარათი);
ნ) მერიის მიერ გაცემული ცნობა;
ო) მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება;
პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ჟ) მერიის საფინანსო დოკუმენტაცია.
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად მერის ბრძანებას, ვიცე მერის/მოადგილის ბრძანებას ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას);
გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაური;
დ) აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ე) მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ვ) მერიის იურიდიული განყოფილების მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ზ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
თ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერა;
კ) მერის, ვიცე მერის/მერის მოადგილის და სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი.
2. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. მერიის თანამდებობის პირების ბრძანების პროექტის და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – ,,პროექტი”, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბებისა;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერისა;
გ) მერის, ვიცე მერის/ მოადგილის და სტრუქტურული ერთეულის ბეჭდისა;
დ) აქტის სარეგისტრაციო ნომრისა.
2. ქაღალდზე ამობეჭდილი დანომრილი ბლანკები ინახება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სეიფში. ბლანკები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ბლანკის ნომერი დაიტანება ქაღალდის უკანა მხარეს, ქვედა მარჯვენა კუთხეში. ბლანკის ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსიების გამოყენების წესები დადგენილია „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
3. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების ბლანკზე დაიტანება შესაბამისი აქტის შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბები (მცირე სახელმწიფო გერბი დაიტანება მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში, მუნიციპალიტეტის გერბი დაიტანება მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში. გერბების ზემოთ რაიმე სიმბოლოს დატანა დაუშვებელია);
ბ) №18 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილ მერიის თანამდებობის პირს (დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბების შუაში);
გ) №10 შრიფტით შესრულებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს მერიის თანამდებობის პირის (სამსახურის ) მისამართს, ტელეფონის ნომერს, ვებ-გვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართებს (დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ფერადი გერბების ქვემოთ 2 ჰორიზონტალურ ხაზს შორის);
დ) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ,,ქალაქი ოზურგეთი” (დაიტანება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნტში აღნიშნულ ჰორიზონტალური ხაზის 1 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კიდეზე);
ე) №12 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა, რომელიც აღნიშნავს აქტის მიღების (გამოცემის) თარიღს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელიწადი (მაგ. 14 აგვისტო 2014 წ.). თარიღი დაიტანება წარწერის ,,ქალაქი ოზურგეთი” გასწვრივ, ფურცლის მარჯვენა კიდეზე. აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად მიიჩნევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ აქტის ხელმოწერის თარიღი;
ვ) №14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა ბრძანება №” დაიტანება ამ პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტში მითითებული წარწერის 2 ინტერვალით ქვემოთ, ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
2. ბრძანების პრეამბულაში უნდა მიეთითოს საქართველოს საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტის ან საკრებულოს დადგენილების ის ნორმა (კანონის ან შესაბამისად – საკრებულოს დადგენილების სათაურის, მუხლის, პუნქტისა და ქვეპუნქტის ზუსტი დასახელება), რომლის საფუძველზე და შესასრულებლადაც ხდება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის მიღება (გამოცემა).
3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საკონსტანტაციო ნაწილში მიეთითება შესაბამისი ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას გამოკვლეული საქმის გარემოებები და მიღებული დისკრეციული გადაწყვეტილებების დასაბუთება (ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას). აქტი შეიძლება არ შეიცავდეს საკონსტანტაციო ნაწილს, თუ:
ა) აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე და იგი არ ზღუდავს მესამე პირის უფლებებს:
ბ) აქტის მიღებით (გამოცემით) დაინტერესებულ პირთათვის უკვე ცნობილია აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
გ) კანონი ითვალისწინებს აქტის დასაბუთების გარეშე მიღების (გამოცემის) შესაძლებლობას;
დ) აქტის მიღება (გამოცემა) გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში აქტის წერილობითი დასაბუთება ხდება აქტის გამოცემის შემდგომ არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
4. აქტის სარეზოლუციო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები). თუ აქტი ითვალისწინებს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას, თითოეული მათგანი ფორმდება ცალკე პუნქტის სახით. პუნქტები უწყვეტად ინომრება არაბული ციფრებით. სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, მიღებული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) შემდგომ პუნქტად მიეთითება აქტის მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული (გამოცემული).
5. აქტის სარეზოლუციო ნაწილში ცალკე, დასკვნით (უკანასკნელ) პუნქტად მიეთითება აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (ორგანოს სრული დასახელება და მისამართი), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება.
2. სხდომის ოქმების წარმოება სავალდებულოა. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სხდომის ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4. სხდომის ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარე;
გ) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;
დ) სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით. დღის წესრიგი ოქმში შეიტანება დღის წესრიგის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
5. ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა) ,,I. მოისმინეს: (...)”: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება.
ბ) ,,II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)”: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ) ,,III. პროცედურის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)”: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ საკითხის განხილვის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა პროცედურულ გამოსვლებს. ოქმში გადმოცემული უნდა იყოს პროცედურულ საკითზე გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
დ) ,,IV. პროცედურის შესახებ კენჭისყრა: (...)”: ეს ნაწილი ოქმში შეიტანება, თუ პროცედურულ საკითხზე ჩატარდა კენჭისყრა. ოქმში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის სახე, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები;
ე) ,,V. საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)”: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა);
ვ) ,,VI. გადაწყვიტეს: (...)”: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას, მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. სხდომა შესაძლებელია დაფიქსირდეს აუდიო ან ვიდეოჩანაწერით სახით, რომელიც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება შესაბამის სხდომის ოქმთან ერთად.
2. საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის კანონით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ ტაბელით განსაზღვრული წესით შედგენას უზრუნველყოფს მერიის იურიდიული განყოფილება. განმარტებით ბარათს ადგენს დადგენილების პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.
3. დადგენილების პროექტის ინიციირებისათვის აუცილებელია პროექტს თან დაერთოს განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) პროექტის ავტორი/ინიციატორი (ავტორები, ინიციატორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
ბ) დადგენილების მიღების მიზეზი – რა საკითხს ეხება, რომელი კანონის, რა ნორმის შესასრულებლად მიიღება დადგენილება, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;
გ) დადგენილების ძირითადი მახასიათებლები – რაში მდგომარეობს მისაღები გადაწყვეტილების არსი და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება;
დ) აქტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება – გამოიწვევს თუ არა აქტის მიღება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ან შემოსავლების ცვლილებებს და როგორ დაიფარება დამატებითი ხარჯი, ან როგორ იქნება გამოყენებული დამატებითი შემოსავალი;
ე) ვინ იღებდა მონაწილეობას პროექტის შემუშავებაში, როგორ იქნა გათვალისწინებული მათი მოსაზრებები.
ვ) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ზ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
თ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა.
4. თუ დადგენილების პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა ლობისტი, აუცილებელია განმარტებით ბარათთან ერთად ნორმატიული აქტის პროექტს თან დაერთოს ლობისტის დასკვნა.
2. ვიცე მერის, მოადგილის და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, მერი, ხოლო მერის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.
3. სამუშაოთა აღწერილობა შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი თანამდებობის და სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება, ხოლო ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოხელის რეგულარული კომპეტენციები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობანი და შრომითი ფუნქციები.
2. დავალება (მითითება) უნდა შეესაბამებოდეს დავალების ადრესატი მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში გაცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციას.
3. წერილობითი დავალება მზადდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და ეგზავნება დანიშნულებისამებრ კონკრეტულ მოხელეს. დავალება (მითითება) შეიძლება გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის, ხოლო თუ დავალება მოკლეა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული საქმისწარმოების სტანდარტულ პროცედურას – სარეზოლუციო ფურცლის ან საქმისწარმოების სხვა დოკუმენტზე წაწერილი რეზოლუციის სახით.
4. დავალება (მითითება) უნდა შედგებოდეს საკონსტანტაციო და განკარგულებითი ნაწილებისაგან. საკონსტანტაციო ნაწილში გადმოცემული უნდა იქნეს ადრესატის მიერ ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ჩასატარებელ მოქმედებათა მიზნები და ამოცანები, ხოლო თუ დავალება გაიცემა სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად, აღინიშნება ამ აქტის დასახელება. განკარგულებითი ნაწილი უნდა დაიწყოს სიტყვებით: ,,გავალებთ” ან ,,გთავაზობთ”, შემდეგ პუნქტების მიხედვით გადმოცემული უნდა იყოს ადრესატის მიერ განსახორციელებელ კონკრეტულ მოქმედებათა შინაარსი და შესრულების ვადები. განკარგულებითი ნაწილის ბოლო პუნქტში უნდა მიეთითოს იმ თანამდებობის პირის დასახელება, ვინც პასუხისმგებელია დავალების შესრულების კონტროლზე. დავალებას ან მითითებას ხელს აწერს დავალების გამცემი და დოკუმენტში აღინიშნება დავალების გაცემის თარიღი.
2. მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა არის ორგანიზაციული ხასიათის დოკუმენტი, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელი საქმიანობა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
3. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.
4. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
5. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
6. სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მერიის, სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საგეგმო პერიოდი. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიხედვით კონკრეტული დავალების დასახელება);
გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა;
დ) დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი;
ე) თუ სამუშაოს შესრულება გულისხმობს საფინანსო სახსრების მიღება-გამოყენებას – შესაბამისი სახსრების მოცულობა.
2. მერიის მოხელის სამუშაო გეგმის შედგენის საფუძველია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) ყოველთვიური სამუშაო გეგმა, მოხელის სამუშაოთა აღწერილობა და სამსახურის უფროსის დავალებები.
3. მერიის მოხელის ყოველთვიურ სამუშაო გეგმას შეიმუშავებს თავად მოხელე და ყოველი მომდევნო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს ამტკიცებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.
4. მოხელის სამუშაო გეგმის ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება მოხელის თანამდებობის სრული დასახელება. ძირითად ნაწილში ცხრილის სახით მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითობის მიხედვით საანგარიშგებო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოები;
ბ) ყოველი სამუშაოს შესრულების საფუძველი (სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმა ან უშუალო ხელმძღვანელის დავალება);
გ) ყოველი სამუშაოს შესრულების ვადა.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში უნდა გაფორმდეს მერის ბრძანების სახით.
3. მერიის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც მერი საკრებულოს წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და მერიის საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან.
4. მერიის ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
2. სტრუქტურული ერთეულის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ამ ერთეულში შემავალი განყოფილებებისა და მოხელეების ანგარიშებს.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში მერს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.
4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5. ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
2. განყოფილების ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს ამ განყოფილებებისა და მოხელეების ანგარიშებს.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში მერს წარუდგინოს საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული საქმიანობის ანგარიში.
4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5. ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება სტრუქტურული ერთეულის სრული დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, ზემდგომი თანამდებობის პირის (ორგანოს) დავალება), დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
2. მოხელე ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის პირველი პირველი პარასკევისა მოამზადოს და ხელმძღვანელ თანამდებობის პირს წარუდგინოს წინა თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ყოველთვიური ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს მოხელის სამუშაოთა აღწერილობას.
3. თუ ანგარიში უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრების მიღება-გამოყენებასთან დაკავშირებულ დავალებას (საფინანსო ანგარიში), მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4. ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვისია, ვის წარედგინება და რას შეეხება (მაგ., ყოველთვიური საქმიანობის, ან კონკრეტული დავალების) ანგარიში. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაოთა აღწერილობა, დავალება), დასაბუთება და მიეთითება მიღწეულია თუა არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და, თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთება.
5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს ძირითად ნაწილში ჩამოთვლილ ქმედებათა (შესრულებული სამუშაოს, გაწეული ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტები. დანართების თაობაზე მითითება შესაბამისად უნდა გაკეთდეს ძირითადი ნაწილის სათანადო პუნქტში.
2. განცხადების ტექსტი შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება განცხადების შედგენის საფუძველი (ფაქტობრივი გარემოება ან ქმედება) და განცხადების ადრესატი (კონკრეტული პირი, პირთა წრე ან საჯარო განცხადება), ძირითად ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნა ან თხოვნა, რომელიც შეეხება წარმოშობილ უფლებას ან ვალდებულებას.
2. წერილის (მოხსენების) ტექსტი შედგება შესავალისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება წერილის შედგენის საფუძველი და ადრესატი, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში გადმოიცემა მოთხოვნილი ან ადრესატისათვის საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე.
2. ცნობა შედგება შესავალისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ან საქმის ფაქტობრივი გარემოება.
2. მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-5 თავით დადგენილი ნორმები და ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
3. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის წესს, შესაბამის უფლებამოსილ თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
2. მერიის საქმისწარმოების დოკუმენტების ძირითადი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება;
ბ) დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი;
გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);
დ) დოკუმენტის ტექსტის სათაური;
ე) თარიღი;
ვ) ინდექსი;
ზ) ვიზები;
თ) ხელმოწერა;
ი) აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ.
3. მერიის საქმისწარმოების დოკუმენტების დამატებითი რეკვიზიტებია:
ა) დოკუმენტის ავტორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;
ბ) რეზოლუცია;
გ) დამტკიცების გრიფი;
დ) ბეჭედი;
ე) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბები;
ვ) ადრესატი;
ზ) აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ;
თ) დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი.
2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენელთა მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნეს შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ ტაბელით.
ა) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება”;
ბ) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი”;
გ) დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება”.
2. ძირითადი რეკვიზიტები ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება” და ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი” დაიტანება მხოლოდ გაგზავნილ დოკუმენტებზე. დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება” დაიტანება მხოლოდ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე.
3. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება” საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბების შუაში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის” სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
4. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი” დაიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №12 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,ქალაქი (...), (...) ქუჩა №(...), ტელ: (...), ფაქსი: (...), ელ.ფოსტა: (...)”.
5. დამატებითი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი სტრუქტურული ერთეულის დასახელება” დაიტანება შიდა მოხმარების დოკუმენტებზე ფურცლის თავში და №14 შრიფტით შესრულებული წარწერის სახით, რომელიც აღნიშნავს სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას.
2. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის დასახელება” დაიტანება მისამართის 2 ინტერვალით ქვემოთ №16 გამუქებული მთავრული შრიფტით შესრულებული წარწერის სახით.
2. დოკუმენტის თარიღად გარდა ოქმებისა, მიეთითება დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღი.
3. ოქმების შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი სხდომის ჩატარების თარიღი.
5. თარიღი აღინიშნება ციფრობრივ-სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში (მაგ., 3 აგვისტო 2014 წელი).
2. ინდექსი შედგება რიგითი სარეგისტრაციო ნომრისა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული ნომერისაგან. მითითება საპასუხო დოკუმენტზე აიღება შემოსული საინიციატივო წერილისაგან და ფორმდება შემდეგი სახით: ,,პასუხად 08. 07. 05. №12/01-02-ზე”.
3. რეკვიზიტი ,,ინდექსი” განთავსდება რეკვიზიტ ,,თარიღის” გასწვრივ ფურცლის მარცხენა მხარეს.
2. სათაური წარმოადგენს დოკუმენტის შინაარსის მოკლე გადმოცემას და უნდა უთანხმდებოდეს დოკუმენტის სახელწოდებას.
3. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური” განთავსდება რეკვიზიტების ,,თარიღის” და ,,ინდექსის” 2 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის ცენტრალურ ადგილას.
2. რეკვიზიტი ,,ვიზა” ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება 4X6 ზომის ვიზირების შტამპის სახით რეკვიზიტ ,,ხელმოწერის” ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კუთხეში. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3. ვიზირების შტამპზე ამოიტვიფრება შემდეგი მონაცემები:
ა) წარწერა ,,ვეთანხმები”;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.”;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილე.
4. თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს.
2. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა” შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) თანამდებობის დასახელება;
ბ) პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება);
გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).
3. თანამდებობა მიეთითება სრულად თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.
4. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი ,,ხელმოწერა” გამოიყენება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახით.
2. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ” დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა ,,საქმეში”
ბ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.”;
გ) საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილე.
3. დოკუმენტის საქმეში მოთავსების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში.
4. შესრულებული ელექტრონული დოკუმენტების შენახვა და არქივირება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
2. ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე რეზოლუცია ხელნაწერის სახით დაიტანება დოკუმენტის ზედა მარცხენა კუთხეში ან რეზოლუციის ფურცელის სახით დაერთვის ძირითად დოკუმენტს. რეზოლუცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დოკუმეტის შემსრულებლის სახელი და გვარი;
ბ) დავალების შინაარსი (თუ დავალება სტანდარტულ პროცედურას გულისხმობს, კეთდება წარწერა ,,შესასრულებლად”);
გ) დავალების შესრულების ვადა;
დ) ხელმძღვანელის პირადი ხელმოწერა და თარიღი.
3. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი ,,რეზოლუცია” სრულდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
2. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი” ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა ,,ვამტკიცებ”;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.”;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილიე.
3. დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
4. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.
ა) სამართლებრივ აქტებზე;
ბ) სამივლინებო დავალებებზე (სამივლინებო ფურცლებზე);
გ) საფინანსო დოკუმენტაციაზე;
დ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე;
ე) ოქმებზე;
ვ) ცნობებზე.
2. მერიის საქმისწარმოებისას გამოიყენება შემდეგი სახის ბეჭდები:
ა) მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედი;
ბ) მუნიციპალიტეტის ვიცე მერის ბეჭედი;
გ) მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბეჭედი;
დ) მუნიციპალიტეტის მერის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი;
3. მუნიციპალიტეტის მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი”.
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
4. მუნიციპალიტეტის ვიცე მერის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი”.
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
5. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო წარწერა: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე”.
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
6. მუნიციპალიტეტის მერის სტრუქტურული ერთეულის ბეჭედზე ამოიტვიფრება:
ა) მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) გერბის გარშემო შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება (წარწერა), მაგ: ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახური”.
გ) თვითმმართველი ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი.
გ) ადმინისტრაციული ერთეულის რიგითი ნომერი.
7. ბეჭდების გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და ბეჭდების გამოყენების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით და „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციით.
8. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი.
9. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა.
ა) მერიის თანამდებობის პირების სამართლბრივი აქტების ბლანკებზე;
ბ) წერილების ბლანკებზე;
გ) ცნობების ბლანკებზე;
დ) მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების ბეჭდებზე დაიტანება მუნიციპალიტეტის გერბი.
2. საქმისწარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობას.
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა) ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ) ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №)
ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა) დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში
ბ.ბ) ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;
ბ.გ) დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №).
2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება ,,ასლი” არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3. რეკვიზიტი ,,ადრესატი” განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარეს.
2. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ” 3X5 ზომის შტამპის სახით დაიტანება შემოსული დოკუმენტის პირველი ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში.
3. დოკუმენტის შემოსვლის შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) მერიის დასახელება;
ბ) წარწერა: „შემოსვლის №------“
გ) წარწერა ,,--- -------- 201 წ”;
დ) წარწერა „ფურცელი -----------”.
4. შტამპის დატანის შემდგომ შემოსული დოკუმენტის რეგისტრატორის მიერ ხელით ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ,„გ“ და ,, ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული შტამპის წარწერები, შესაბაბისად მიეთითება დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და შემოსული დოკუმენტისათვის მინიჭებული ინდექსი.
2. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი” საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა ,,საიდუმლოდ”.
3. გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში.
2. დადგენილებით განსაზღვრული „მერიის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის“ მერიის მოხელეთა საქმიანობაში დანერგვის საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა დაევალოს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.