1. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშის შედგენის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში უნდა გაფორმდეს მერის ბრძანების სახით.
3. მერიის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელშიც მერი საკრებულოს წინაშე აღწერს და ასაბუთებს საკუთარ მოქმედებებს, აგრეთვე მათ შესაბამისობას სამართლებრივ აქტებთან და მერიის საანგარიშგებო პერიოდის სამუშაო გეგმასთან.
4. მერიის ანგარიში შედგება შესავლისა და ძირითადი ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება საანგარიშგებო პერიოდი. ძირითად ნაწილში პუნქტების მიხედვით გაიწერება კონკრეტული მოქმედების მიზანი, მისი საფუძველი (სამართლებრივი აქტი, სამუშაო გეგმა, დასაბუთება და მიეთითება, მიღწეულია თუ არა დასახული მიზანი. თუ მიზანი არ არის მიღწეული, საჭიროა ხელშემშლელ მიზეზთა დასახელება. საფინანსო ანგარიშის ძირითად ნაწილში მიეთითება გაწეული ხარჯის საფუძველი, ხარჯის მიზნობრიობა და თუ ეს საჭიროა, საფინანსო-ეკონომიკური დასაბუთებ