1. მერიის თანამდებობის პირის ბრძანების რეკვიზიტებია:
ა) მცირე სახელმწიფო გერბი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი;
ბ) აქტის სახე (მითითება, რომ აქტი წარმოადგენს შესაბამისად მერის ბრძანებას, ვიცე მერის/მოადგილის ბრძანებას ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებას);
გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაური;
დ) აქტის მიღების ადგილი და თარიღი;
ე) მერიის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის და ელექტრონული ფოსტის მისამართები;
ვ) მერიის იურიდიული განყოფილების მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ზ) აქტის გასაჩივრების ვადა და ის ორგანო (მისამართის მითითებით), სადაც შესაძლებელია აქტის გასაჩივრება;
თ) აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა, თუ აქტი განსაზღვრული ვადითაა მიღებული;
ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის (შესაბამისად უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერა;
კ) მერის, ვიცე მერის/მერის მოადგილის და სტრუქტურული ერთეულის ბეჭედი.
2. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პრინტერით ან სტამბური წესით შესრულებულ ბლანკზე დაიტანება ამ ტაბელის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები. ყველა სხვა რეკვიზიტი დაიტანება აქტის საბოლოო გაფორმებისას.
3. მერიის თანამდებობის პირების ბრძანების პროექტის და შესაბამისად მიღებული (გამოცემული) აქტის ელექტრონული დოკუმენტების სახით გაფორმება სავალდებულოა.
4. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტი ბლანკზე არ ფორმდება. აქტის პროექტს მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა გააჩნდეს №12 შრიფტით შესრულებული რეკვიზიტი – ,,პროექტი”, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შტამპი, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ვიზები, აგრეთვე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ყველა სხვა რეკვიზიტი, გარდა:
ა) მცირე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის გერბებისა;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერისა;
გ) მერის, ვიცე მერის/ მოადგილის და სტრუქტურული ერთეულის ბეჭდისა;
დ) აქტის სარეგისტრაციო ნომრისა