1. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგება არის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

2. მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-5 თავით დადგენილი ნორმები და ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.

3. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტ