1. მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

2. მუნიციპალიტეტის სახელით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 თავით დადგენილი ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.

3. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მუნიციპალიტეტის ორგანოები მოქმედებენ როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტებ