1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები, როგორც წესი, ფორმდება ბლანკებზე. დოკუმენტის ბლანკზე ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება რეკვიზიტები.
2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნეს შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ ტაბელი