1. მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების დოკუმენტები, როგორც წესი, ფორმდება ბლანკებზე. დოკუმენტის ბლანკზე ამ დოკუმენტის სახის მიხედვით დაიტანება რეკვიზიტები.

2. საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები დოკუმენტების სახეების მიხედვით დგება ელექტრონული ვერსიების სახით. ბლანკების ელექტრონული ვერსიები ინახება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ადგილობრივი სამსახურების და ტერიტორიული ორგანოების მონაცემთა ბაზებში. ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ბლანკების გამოყენების წესები განისაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით.

3. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა, დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნას შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ ტაბელი