1. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია:
ა) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“;
ბ) ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“.
2. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და ქარელის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში №16 შრიფტით შესრულებული წარწერის: „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან მერია)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
3. ძირითადი რეკვიზიტი „დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №10 შრიფტით შესრულებული წარწერის: „ქარელი, ნინოშვილის ქუჩა №3, ტელ.: (...), ინდექსი: (...)