1. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტებია:
ა) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“;
ბ) ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“.
2. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება“ საქმისწარმოების დოკუმენტებზე (ბლანკებზე) დაიტანება მცირე სახელმწიფო გერბის და თელავის მუნიციპალიტეტის გერბის 1 ინტერვალით ქვემოთ შუა ნაწილში №12 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო (ან გამგეობა)“ სახით. ამ რეკვიზიტის 1 ინტერვალით ქვემოთ დაიტანება გამყოფი ზოლი.
3. ძირითადი რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ავტორი დაწესებულების მისამართი“ დაიტანება გამყოფი ზოლის 1 ინტერვალით ქვემოთ №10 შრიფტით შესრულებული წარწერის: ,,საქართველო, ქალაქი თელავი, 2200 ერეკლე II-ის გამზ. №----. ტელ: -----; ფაქსი: -----; ელ. ფოსტა: ----