1. რეკვიზიტი ,,ინდექსი“ დაიტანება მხოლოდ წერილებზე. ინდექსი წარმოადგენს დოკუმენტის პირობით აღნიშვნას, რომელიც მას ენიჭება რეგისტრაციის დროს. ინდექსთან ერთად წერილზე დაიტანება მითითება საპასუხო დოკუმენტზე.

2. ინდექსი შედგება რიგითი სარეგისტრაციო ნომრისა და საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული ნომრისაგან. მითითება საპასუხო დოკუმენტზე აიღება შემოსული საინიციატივო წერილისაგან და ფორმდება შემდეგი სახით: ,,პასუხად 08. 07. 05. №12/01-02-ზე“.

3. რეკვიზიტი ,,ინდექსი“ განთავსდება რეკვიზიტ ,,თარიღის“ გასწვრივ დამკვირვებლის პოზიციიდან ფურცლის მარცხენა მხარე