1. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ დაიტანება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, დოკუმენტის ტექსტის 2 ინტერვალით ქვემოთ ერთ ხაზში შესრულებული წარწერის სახით.
2. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ა) თანამდებობის დასახელება;
ბ) პირადი ხელმოწერა (შესაძლებელია ფაქსიმილიის შტამპის გამოყენება);
გ) ხელმოწერის გაშიფვრა (სახელი და გვარი).
3. თანამდებობა მიეთითება სრულად, თუ ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტი ბლანკზე არ სრულდება, ხოლო ბლანკზე შესრულებულ დოკუმენტებზე გამოიყენება თანამდებობის შემოკლებული დასახელება.
4. ელექტრონულ დოკუმენტებზე რეკვიზიტი ,,ხელმოწერა“ გამოიყენება ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერის სახი