1. რეკვიზიტი ,,შემსრულებელი“ დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებლობას.
2. რეკვიზიტი ,,შემსრულებელი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება მის უკანა მხარეს. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3. შემსრულებლის მითითების დროს დაიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) წარწერა ,,შემსრულებელი“;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....).“
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილი