1.
რეკვიზიტი ,,ვიზა” დაიტანება მხოლოდ სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების სხვა დოკუმენტების პროექტებზე და აღნიშნავს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დოკუმენტის პროექტზე თანხმობას.
2.
რეკვიზიტი ,,ვიზა” ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე დაიტანება 4X6 ზომის ვიზირების შტამპის სახით რეკვიზიტ ,,ხელმოწერის” ქვემოთ, ფურცლის მარცხენა კუთხეში. ელექტრონულ დოკუმენტებზე ვიზირება ხორციელდება საოფისე პროგრამის მეშვეობით.
3.
ვიზირების შტამპზე ამოიტვიფრება შემდეგი მონაცემები:
ა)
წარწერა ,,ვეთანხმები”;
ბ)
უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.”;
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილიე.
4.
თუ ვიზის მიმცემს აქვს შენიშვნები ან დამატებები დოკუმენტის პროექტზე, იგი ფორმდება ცალკე ფურცელზე, რომელიც დაერთვის ძირითად დოკუმენტს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.09.2014
მუხლი 33. რეკვიზიტი ,,ვიზა”
თავი V — გამგეობის საქმისწარმოების დოკუმენტების რეკვიზიტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. გამგეობის საქმისწარმოების დოკუმენტების ბლანკები და რეკვიზიტების შტამპები
- მუხლი 28. დოკუმენტის ავტორის აღმნიშვნელი რეკვიზიტები
- მუხლი 29. რეკვიზიტი - ,,დოკუმეტის დასახელება”
- მუხლი 30. რეკვიზიტი ,,თარიღი”
- მუხლი 31. რეკვიზიტი ,,ინდექსი”
- მუხლი 32. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ტექსტის სათაური”
- მუხლი 34. რეკვიზიტი ,,ხელმოწერა”
- მუხლი 35. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შესრულებისა და მისი საქმეში მოთავსების შესახებ”
- მუხლი 36. რეკვიზიტი ,,რეზოლუცია”
- მუხლი 37. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი”
- მუხლი 38. რეკვიზიტი ,,ბეჭედი”
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №27, 03.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016185 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2488227/muxli-33/