1.
რეკვიზიტი ,,თარიღი” დაიტანება საქმისწარმოების ყველა დოკუმენტზე, რეკვიზიტ ,,დოკუმენტის დასახელების” 1 ინტერვალით ქვემოთ ფურცლის მარჯვენა მხარეს.
2.
დოკუმენტის თარიღად გარდა ოქმებისა, მიეთითება დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღი.
3.
ოქმების შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი სხდომის ჩატარების თარიღი.
4.
თარიღი აღინიშნება ციფრობრივ-სიტყვიერი ფორმით ერთ ხაზში (მაგ., 3 აგვისტო 2014 წელი)