1.
რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი” დაიტანება ამ ტაბელის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის,,დ”, ,ვ”, „ზ”, ,თ”, ,,ი”, „კ”, ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმისწარმოების დოკუმენტებზე.
2.
რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი” ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა)
წარწერა ,,ვამტკიცებ”;
ბ)
უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ)
თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.”;
დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილიე.
3.
დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
4.
ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით