1. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ დაიტანება ამ ტაბელის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ვ“, ,,ი“, ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმისწარმოების დოკუმენტებზე.
2. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტზე დაიტანება 3X5 ზომის შტამპის სახით. შტამპზე ამოიტვიფრება:
ა) წარწერა ,,ვამტკიცებ“;
ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი;
გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.“;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილია.
3. დამტკიცების გრიფის გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ვინაობა და შტამპების გამოყენების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებით და „მუნიციპალიტეტისორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.
4. დამტკიცების გრიფის შტამპი დაიტანება დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში.
5. ელექტრონული დოკუმენტების დამტკიცება ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობი