1. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ დაიტანება შემოსულ დოკუმენტებზე, მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციისას.

2. რეკვიზიტი ,,აღნიშვნა დოკუმენტის შემოსვლის შესახებ“ 3X5 ზომის შტამპის სახით დაიტანება შემოსული დოკუმენტის პირველი ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში.

3. დოკუმენტის შემოსვლის შტამპზე ამოიტვიფრება:

ა) დოკუმენტის ადრესატის (საკრებულო, გამგეობა) დასახელება;

ბ) წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ“;

გ) წარწერა ,,№(...)“.

4. შტამპის დატანის შემდგომ შემოსული დოკუმენტის რეგისტრატორის მიერ ხელით ივსება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შტამპის წარწერები, შესაბაბისად მიეთითება დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და შემოსული დოკუმენტისათვის მინიჭებული ინდექს