1. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ დაიტანება ფოსტით გასაგზავნ წერილებზე და შეიცავს:
ა) თუ ადრესატი ფიზიკური პირია:
ა.ა. ადრესატის გვარსა და სახელს;
ა.ბ. ფიზიკური პირის რეგისტრაციის მიხედვით ადრესატის მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის №)
ბ) თუ ადრესატი საჯარო დაწესებულება ან იურიდიული პირია:
ბ.ა. დაწესებულების (იურიდიული პირის) სრულ დასახელებას სახელობით ბრუნვაში;
ბ.ბ. ადრესატის თანამდებობას, სახელსა და გვარს მიცემით ბრუნვაში;
ბ.გ. დაწესებულების (იურიდიული პირის) მისამართს (საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, სახლის).
2. დოკუმენტის რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას მითითება ,,ასლი“ არ გამოიყენება. რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნისას ხელმოწერილ უნდა იქნეს ყველა ეგზემპლარი.
3. რეკვიზიტი ,,ადრესატი“ განთავსდება დოკუმენტის მარჯვენა ზედა მხარე